დაფასოებულია ტომრებში.
1 ტომარა ლესავს 2 სმ სისქის 1.5 მ2 კედელს.
დღეისათვის, გაჯთან შედარებით, პერლიტით ლესვა (1 მ3-ზე) თანხობრივად თითქმის თანაბარია, ხოლო ქვიშასთან შედარებით იაფი.
დღეისათვის მხოლოდ ჩვენი კომპანია აწარმოებს უმაღლესი კატეგორიის სალეს პერლიტს, იგი შეესაბამება ევროსტანდარტებს, რომელსაც ითხოვს ისეთი მაღალსტანდარტების მქონე კომპანია, როგორიც არის KNAUF. პერლიტის მშრალი ნარევის უპირატესობები სხვა სალეს საშუალებებთან შედარებით არის:
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი (ყოველგვარი რადიაციის, მავნე მინარევებისა და ქიმიური დანამატების გარეშე).
არ საჭიროებს დამუშავებას (გაცრა და ა.შ.).
ესაჭიროება მხოლოდ წყალი.
არ ხმება სწრაფად.
არ აქვს ლესვის დროს ნარჩენები, შესაბამისად – ხარჯი ნარჩენების გასატანად.
თბოიზოლაცია.
ხმის იზოლაცია.
სიმსუბუქე 1 მ3 – 350 კგ.
დღეისათვის ევროპასა და აშშ-ში პერლიტი ფართოდ გამოიყენება, როგორც საბათქაშე მასალა. მისი თბო და ხმის საიზოლაციო თვისებები ხშირ შემთხვევაში მაქსიმალურ შედეგებს იძლევა. მაგალითისთვის აღსანიშნავის, რომ 90-იან წლებში სწორედ პერლიტის სპეციალური კაზმით მოხდა თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის შიდა მობათქაშება, 2002 წელს ასევე პერლიტით მობათქაშდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუმბათები, ორივე შემთხვევაში მიღწეულია მაღალეფექტური აკუსტიკა და თბოიზოლაცია. პერლიტისგან დამზადებული ორნამენტებით მოპირკეთდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ფასადი.