პემზა

პემზა ვულკანური წარმოშობის ქანია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. პემზას თავისი ბუნებრივი ფოროვნების გამო ხმარობენ თბოსაიზოლაციო და ხმის საიზოლაციო მასალად, იატაკისა და სახურავების დასათბუნებლად, მსუბუქი საკედლე ბლოკებისა და ბეტონების დასამზადებლად.
ჩვენი ორგანიზაცია 1991 წლიდან მოიპოვებს პემზას ფარავნის საბადოზე, ამუშავებს და ახდენს მის რეალიზაციას ყველაზე იაფად საქართველოში.
პემზის შეძენა შესაძლებელია, როგორც საბადოზე – კარიერიდან მოპოვებულის, ასევე თბილისში – 0-15 მმ ფრაქციის.