პერლიტის ბლოკი
პერლიტი ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა.
პერლიტს ახასიათებს სითბო და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები.
პერლიტი გამოყენება ბინათმშენებლობაში, საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას.
პერლიტის გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მარტივდება, მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის შენობის სეისმურ მდგრადობას.
პერლიტის გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.
პერლიტით აშენებული საცხოვრებელი ბინა ან სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს.
პერლიტის შემცველ სამშენებლო მასალებს – პერლიტის ბლოკს, სალეს პერლიტს და სხვებს გააჩნიათ მაღალი ცეცხლგამძლეობა.
პერლიტი არ ძველდება, არ იშლება დროთა განმავლობაში , მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა მავნებლები.
მაგალითისთვის: 20 სმ-იანი პერლიტის კედელი ექვივალენტურია 60 სმ-იანი პემზის ბლოკის კედლის, თავისი თბოიზოლაციის, ხმის და ნესტის იზოლაციის თვისებებით. პერლიტით ამოშენებული და გალესილი კედლები დიდხანს ინარჩუნებენ ოთახის შიდა ტემპერატურას (ტემპერატურული დანაკარგი 24 სთ-ის განმავლობაში შეადგენს 18%-ს 24 სთ-ში, 0.11 – 0.14 ვტ/მ°C.) პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (3:1:1) ეფექტურია გარე ფასადის ლესვის დროს, არ ატარებს ნესტს და ტენს.
ბგერათიზოლაციის მაღალეფექტური მაჩვენებლის (200-2000 ჰერცი სიხშირისას მაჩვენებელია 0-35-0.65დცბ) და სივრცის მჭიდროდ ამოვსების უნარის წყალობით, პერლიტის ბლოკი ახშობს ხმაურს და ხელს უშლის კედელში ბგერითი ტალღების გავლას.
გახსოვდეთ, პერლიტი ბუნებრივი მინერალია, არის ეკოლოგიურად სუფთა, იაფი, ხოლო მშენებლობის და რემონტის პროცესში თავისი მცირე წონის და სიმსუბუქის წყალობით არის მარტივი და იაფი გამოყენების დროს. პერლიტის მსუბუქი თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკი (20″) წონით 7-8 კგ-მდე, სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე 25-35კგ/სმ2. ბეტონის მოცულობითი წონა მშრალ მდგომარეობაში 550-750კგ/მ3.
შენობის დასათბუნებლად გამოყენებული პერლიტობეტონი მრავალი წლების განმავლობაში იქნება ექსპლუატაციაში, ვინაიდან მას აქვთ მაღალი ყინვაგამძლეობა, ბიომდგრადობა, მდგრადობა კოროზიის, მაღალი ტემპერატურების, ტემპერატურული ცვლილებებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებების მიმართ.
ამ მასალისგან აშენებული საცხოვრებელი სახლები, აგურით ან ბლოკებით ნაშენებ სახლებისგან განსხვავებით არ იწვიან და არ ინგრევიან ხანძრის შემთხვევაში. ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ 1 სმ-იანი პერლიტობეტონის კედელი 2 სთ-ის განმავლობაში უძლებს ცეცხლის ალის პირდაპირ ზემოქმედებას სტრუქტურის დაუშლელად. მისი დნობის ტემპერატურაა +1260°C, შესაბამისად ბლოკი არ იწვის და ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას. მისი გამოყენება შეიძლება მეტალოკონსტრუქციების იზოლაციისათვის და სახანძრო და ავარიული გასასვლელებისა და კიბეების ასაშენებლად.
პერლიტობეტონის ორთქლშეღწევადობის თვისებების გამო მისგან აშენებული სახლი “სუნთქავს”, როგორც ხისგან აშენებული. ეს თვისება “ისუნთქოს”, განასხვავებს მას სხვა ტრადიციული საშენი მასალებისგან. ის ინტენსიურად მუშაობს ორთქლის გასაწოვად შენობის შიგნიდან გარეთ, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მის გამოყენებას.